19 დეკემბერი 2024,   09:19
ვრცლად
ჰომოფობიისა და ტრანსფობიის გასაპროტესტებლად მოქალაქეები აქციას გამართავენ - ადგილზე უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია

17 მაისი ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა, თუმცა ფაშისტური და აგრესიული ჯგუფების მუქარის გამო ლგბტ თემის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებმა დაანონსებული აქცია გააუქმეს.

მიუხედავად ამისა, მოქალაქეების ნაწილი მთავრობის ადმინისტრაციასთან ჰომოფობიას და ტრანსფობიას მაინც გააპროტესტებს, თუმცა იქ ადამიანები საკუთარი გადაწყვეტილებით მიდიან.

ისინი ამბობენ, რომ მუქარის მიუხედავად, მათ საკუთარი აზრის დაფიქსირების საშუალება უნდა მიეცეთ და ამაზე სამართალდამცველებმა უნდა იზრუნონ.

აქციაზე „თანასწორობის მოძრაობის“ წევრებიც მივლენ, თუმცა არა როგორც აქციის ორგანიზატორები, არამედ, როგორც რიგითი მოქალაქეები.

„დღეს 07:00 საათზე ვაპირებ, რომ მივიდე, როგორც ნინო ბოლქვაძე ამ სახელმწიფოს თავისუფალი, სრულუფლებიანი, სხვებთან თანასწორი მოქალაქე და გავაპროტესტო საქართველოში ფაშიზმის მიმდინარეობა, რომელიც თვალნათელი გახდა წელს,“- განაცხადა ”თანასწორობა 17”-ის ხელმძღვანელმა, ნინო ბოლქვაძემ.

ჰომოფობიისა და ტრანსფობიის გასაპროტესტებლად კანცელარიასთან მისვლის გადაწყვეტილება გუშინვე მიიღო ორგანიზაციის წევრმა, ანი სუბელიანმა. 

აქციაზე მისვლას საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი, ნინია კაკაბაძეც აპირებს.

კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ წუთებში უსაფრთხოების ზომები უკვე გამკაცრებულია, მობილიზებულები არიან სამართალდამცველები, დგას დამცავი ჯებირები და მომდებარე ქუჩებზე ავტომობილების გადაადგილება შეზღუდულია.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები