19 დეკემბერი 2024,   08:05
ვრცლად
ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავად ქუთაისში ჩოხოსანთა მსვლელობა გაიმართა

ქუთაისში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ, სადაც მსვლელობა ჩოხოსანთა იმერეთის სადროშოს ორგანიზებით გაიმართა.

მსვლელობას სასულიერო პირები, პატრიარქის ნათლულები და მრავალშვილიანი დედები შეუერთდნენ. გაიმართა მცირე წარმოდგენაც.

ამ წუთებში მსვლელობის მონაწილეები ბაგრატის ტაძრისაკენ მიემართებიან.

დღესვე ჯვარდაუწერელი წყვილები ჯვარს დაიწერენ და ჩოხოსანთა კურთხევის ცერემონიალი შედგება.

დღის ამბები