22 აგვისტო 2018,   06:16
ვრცლად
ფიქრია ჩიხრაძე განმარტავს პრეზიდენტ მარგველაშვილის ინიციატივას რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შესახებ

გიორგი მარგველაშვილის ინიციატივას დღეს მისივე მრჩეველი განმარტავს. ფიქრია ჩიხრაძე ამბობს, რომ პრეზიდენტის განცხადება, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შესახებ, ჟურნალისტებმა და პოლიტიკურმა სპექტრმა არასწორად გაიგეს.

ფიქრია ჩიხრაძე განმარტავს, რომ გიორგი მარგველაშვილს ორი დღის წინ სტუდენტებთან შეხვედრაზე ახალი არაფერი უთქვამს, რუსეთთან დიალოგის დაწყებას კი ხელს საქართველოს რეგიონების ოკუპაცია უშლის.

„არსებობს წითელი ხაზები და რომ ეს წითელი ხაზები არის დაუძლეველი და სანამ არსებობს ოკუპაციის პრობლემა, რა თქმა უნდა, მანამდე ასეთი დიალოგი ვერ შედგება, ადამიანები, რომლებიც ამას გამოეხმაურნენ უაპელაციოდ, ან უნდა ვიფიქროთ, რომ საერთოდ არაფერს არ კითხულობენ და კომენტარს ისე აკეთებენ, მოყოლილზე, ერთმანეთის წამხედურობით ან კითხულობენ, ყველაფერი კარგად გაიგეს, მაგრამ წინასაარჩევნო ეიფორიამ განაპირობა ის, რომ ზოგმა, თავისი დღის წესრიგიდან გამომდინარე თავს დაესხას, ზოგმა, იეჭვიანოს. არ ღირს ამ წიაღსვლებში წასვლა,“ - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გრიგორი კარასინი საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას  გამოეხმაურა, სადაც მან აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის სურვილი აქვს. გრიგორი კარასინის თქმით, მოსკოვი რუსეთის და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრას არ გამორიცხავს, თუმცა, შეხვედრას მომზადება სჭირდება.

დღის ამბები