გვიან ღამემდე იყო მოძრაობა პარალიზებული ცენტრალურ მაგისტრალზე დასავლეთის მიმართულებით. იგოეთის მონაკვეთზე ერთმანეთს 2 სატვირთო მანქანა შეეჯახა და აალდა. ადგილზე სახანძრო სამაშველო სამსახურის 5 ბრიგადა მუშაობდა. ტრაილერებიდან ერთი ავტომანქანის ნაწილებით, ხოლო მეორე სპირტით იყო დატვირთული, რაც განსაკუთრებულად სახიფათო იყო. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა, მძღოლებმა რეაგირება დროულად მოასწრეს. მოხმდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.