23 დეკემბერი 2024,   05:55
ვრცლად
"არ უნდათ სუბელიანისა და მისი ოჯახის წევრების პასუხისგებაში მიცემა" - მოკლული მოზარდის მამა მთავარი პროკურორის განცხადებებს ეხმაურება

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა მთავარი პროკურორის იმ განცხადებებს ეხმაურება, რომელიც ხორავას მკვლელობის საქმესთან, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის შესაძლო კავშირს ეხება. მოკლული არასრულწლოვნის მამა ფიქრობს, რომ პროკურატურამ შეგნებულად არ გამოკვეთა პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის პასუხისმგებლობის საკითხი.

„არ გამოკვეთეს იქიდან გამომდინარე, რომ არ უნდათ სუბელიანისა და მისი ოჯახის წევრების პასუხისგებაში მიცემა, რაც სრულიად საფუძველს მისცემს ამ საქმეს, რომ ჭეშმარიტების ფარდა აეხადოს.

აბსოლუტური პასუხისმგებლობაა სუბელიანის ისიც, რაზეც თენგიზ კალანდიაა დაკავებული. აბსოლუტურად იგივე პასუხისმგებლობაა სუბელიანის დანაშაულის დაფარვის, დამნაშავეების დაფარვის“- აცხადებს სარალიძე.

ირაკლი შოთაძე ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეს გამოეხმაურა. მთავარი პროკურორის თქმით, ამ ეტაპზე არც ერთი მტკიცებულება არ მოიპოვება, რომ არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეში ბრალდებულების გარდა, დანა სხვა პირს აქვს გამოყენებული.

ირაკლი შოთაძის განცხადებით, ყველა ის პირი, ვისი პასუხისმგებლობაც გამოკვეთილია ორი მოზარდის მკვლელობის საქმეზე, პასუხისგებაში უკვე მიცემულია.

დღის ამბები