04 მაისი 2024,   22:52
ვრცლად
ბათუმის მერი მაწანწალა ძაღლმა დაკბინა - ინციდენტის შემდეგ ლაშა კომახიძემ უპატრონო ცხოველების დაჭერა მოითხოვა 

ბათუმის მერი მაწანწალა ძაღლმა დაკბინა - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაცია ავრცელებს.

ორგანიზაციაში ამტკიცებენ, რომ მომხდარის შემდეგ ლაშა კომახიძემ უკანონო ბრძანება გასცა და შესაბამის უწყებას ბულვარის ტერიტორიაზე უპატრონო ცხოველების დაჭერა მოსთხოვა.

ცხოველთა დაცვის ორგანიზაციაში დარწმუნებით ამბობენ, რომ მაწანწალა ძაღლები ბათუმში მნიშვნელოვნად შემცირებულია.

ბათუმის მერიაში ლაშა კომახიძის დაკბენისა და მის მიერ გაცემული ბრძანების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ და მას სიცრუეს უწოდებენ.

დღის ამბები