23 აპრილი 2024,   13:50
ვრცლად
მიკროფინანსური დახმარებისთვის ჩვენ გამოვყოფთ 45 მილიონ ევროს - ჟან კლოდ იუნკერი

„საქართველო არის ის ქვეყანა, რომელიც ძალიან ახლოს არის ჩემს გულთან და ასევე ევროპელების და ევროპის გულთან. ჩვენ ვართ მეგობრები და პარტნიორები,“ -  განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან კლოდ იუნკერმა, პრემიერ კვირიკაშვილთან ერთდ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

მისი თქმით, ევროკავშირი 45 მილიონ ევროს გამოყოფს საქართველოს მიკროფინანსური დახმარებისთვის.

„ევროკაშირი მოხარულია, რომ საქართველოს შეუძლია, ასე დაეხმაროს, მოხარული ვარ, რომ გამოვაცხადო, რომ კიდევ 40 მილიონის ფონდები ჩავდეთ ასეთ ორმხრივ თანამშრომლობაში. ეს არის 597 მილიონი, რაც საქართველოსთვის დახარჯა ევროკავშირმა 2014 წლიდან 2018 წლამდე. ასევე მინდა, აღვნიშნო, რომ მიკროფინანსური დახმარებისთვის ჩვენ გამოვყოფთ 45 მილიონ ევროს.... ძალიან მოხარული ვარ, რომ ევროკავშირი ასეთ მნიშვნელოვან როლს თამაშობს და ასევე ჩანს ევროკავშირის ველი საქართველოსთვის. მე ვარ ძალიან ამაყი, რომ თქვენ მე აქ დამპატიჟეთ,“ - ეს განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა გააკეთა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები