23 დეკემბერი 2024,   05:42
ვრცლად
დავით სარალიძეს ჭრილობები სხვადასხვა საგნით, მათ შორის მაკრატლით აქვს მიყენებული - სასამართლო მაია ნიკოლეიშვილის დაკითვას აგრძელებს

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმის მორიგი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სასამართლომ, დამოუკიდებელი ექსპერტის, მაია ნიკოლეიშვილის ჩვენებას უნდა მოუსმინოს.

გუშინდლეი პროცესი კი ხმაურით მიმდინარეობდა. ვითარება სხდომაზე მას შემდეგ დაიძაბა, რაც ნიკოლეიშვილმა სკანდალური დასკვნა წარადგინა. საქმე ხელჩართულ ჩხუბამდეც მივიდა. საუბარია სამედიცინო ექსპერტის განცხადებაზე, რომელმაც თქვა, რომ მოკლულ დავით სარალიძეს არა ორი ჭრილობა, არამედ მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა მიყენებული და მათ შორის სხვადასხვა საგნებთან ერთად შესაძლოა გამოყენებული ყოფილიყო  მაკრატელი.

მოკლული დავით სარალიძის მამა დარწმუნებულია, რომ მისი შვილის ცხედარზე ჩატარებული ექსპერტიზის პასუხებს სამხარაულის ეროვნული ბიურო მალავს.

„ექსპერტიზის პასუხები წარმოადგინა ქალბატონმა მაიამ, რომელიც აბსოლუტურად გამორიცხავს იმ ორი დანის გამოყენებას ჩემი შვილის სხეულზე, რომელიც საქმის მასალებში  დევს, აქ იკვეთება გარკვეული საგნები. კონკრეტული საგნები, რაც სამხარაულის ექსპერტმა დამალა,“-განაცხადა ზაზა სარალიძემ.

დამოუკიდებელი ექსპერტი ამბობს, რომ მისმა დასკვნამ პროკურატურა გააღიზიანა და სასამართლო პროცესის დროს პროკურორი ცდილობს მისი ნათქვამი შეაბრუნოს.

„პროკურორები არ ისმენენ იმას რასაც მე ვამბობ. ისინი მომენტალურად ატრიალებენ ჩემს ნათქვამს. ე.ი. თქვენ თქვით... ვამთავრებ წინადადებას და თქვენ თქვით რომ... და აბსოლუტურად ცვლიან ჩემს ნათქვამს. აქ იცით რაზეა საუბარი რომ გამოჩნდა ის, რაც აქამდე არ ჩანდა. ეს არის ყველაზე მთავარი ამ დასკვნაში, რაც აქამდე არ ჩანდა და რამაც გააღიზიანა პროკურატურა და რასაც ითხოვს რომ დავუზუსტო დღეს, რაც 6 თვე გამოძიებას  უნდა გაეკეთებინა,“-განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.

პროკურორი კი აცხადებს, რომ მაია ნიკოლეიშვილი არ არის მომზადებული. ის ვერ ასაბუთებს იმ განცხადებებს, რასაც სასამართლოზე აკეთებს. 

დღის ამბები