ზუგდიდში "TBC PAY“-ის ინკასატორი დააყაჩაღეს. უცხო პიროვნება მას მანქანაში ჩაუჯდა, იარაღის მუქარით ჩარიცხვის აპარატებიდან ამოღებული თანხა წაართვა, შემდეგ კი ჯიხაშკარის ტყეში აიყვანა და ხელფეხ შეკრული დატოვა.
ინკასატორმა პოლიციასთან დაკავშირება მომხდარიდან ორ საათში შეძლო. ის ამჟამად დაკითხვაზეა გადაყვანილი. წაღებული თანხა დაახლოებით 120 ათასი ლარია.
უკვე ნაპოვნია გატაცებული მანქანა. საქმე ყაჩაღობის მუხლის არის აღძრული. ბოლო ორი თვის განმავლობაში ეს უკვე სამეგრელოში ინკასატორზე თავდასხმის მეორე შემთხვევაა.