23 დეკემბერი 2024,   05:23
ვრცლად
ყველა ის ადამიანი, ვინც ჩვენება შეცვალა, ვინც მე სიმართლე დამიმალა, ყველა მკვლელია - ზაზა სარალიძე  

"ნუ მომკლავ"!- ამ სახელწოდებით მასშტაბური აქცია პარლამენტთან, დაახლოებით სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა და მისი მხარდამჭერები მკვლელობის ობიექტურად გამოძიებას ითხოვდნენ.

ზაზა სარალიძე პროკურატურის მიერ ნივთმტკიცებების დამალვაზე საუბრობს და კიდევ ერთხელ ასახელებს იმ მაღალჩინოსნებს, რომლებიც ობიექტურ გამოძიებას ხელს უშლიან.

აქციის მონაწილეებმა პროკურატურისგან მკვლელობაში მონაწილე ყველა დამნაშავის დასჯა მოითხოვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში პერმანენტული და მასშტაბური აქციები დაანონსეს.

„ყველა ის ადამიანი, ვინც ჩვენება შეცვალა, ვინც მე სიმართლე დამიმალა, ყველა მკვლელია. მკვლელია პირადად მირზა სუბელიანი, რომელმაც გაანადგურა ფაქტები. უფრო ფართომასშტაბიან აქციებს ჩავატარებთ. პროკურორი გუგუშვილი და პროკურორი ფხაკაძე ესენი არიან არაადამიანები,“-აცხადებს ზაზა სარალიძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები