ჭიათურის პოლიციის შენობასთან გამართულ აქციაზე, სამართალდამცველებსა და ადგილობრივებს შორის დაპირისპირება მოხდა.
აქციის მონაწილეები პატიმრობაში მყოფი მამაკაცის გათავისუფლებას ითხოვდნენ, რომელსაც სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს - პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან.
„ადამიანი თავს ვერ ანძრევს ისეთი ნაცემია, ამ ადამიანს რომ რამე მოუვიდეს მე რა ვქნა? ამბობენ, რომ დაკავების მომენტში პოლიციას ხელს უშლიდა“-აცხადებს დაკავებულის მეუღლე ეკატერინე კაციტაძე.
აქციაზე ადმინისტრაციული წესით კიდევ 8 პირი დააკავეს, თუმცა ისინი მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ადგილობრივების თქმით, სამართალდამცველების მხრიდან ადგილი ჰქონდა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას.