ხმაური გურჯაანის ბაზარში - მოვაჭრეები შენობის დემონტაჟის დაწყებას აპროტესტებენ და ტერიტორიიდან გასვლას არ აპირებენ.
მათი თქმით, შპს "გლეხური ბაზრის," დატოვებას მფლობელი მათ მუქარით აიძულებთ.
ბაზრის დემონტაჟი დღეს დილით უნდა დაწყებულიყო, თუმცა, წინააღმდეგობის გამო, რამდენიმე დღით გადაიდო.
დაწესებულების ადმინისტრაციის ინფორმაციით, ახალი ბაზრის მშენებლობა გადაწყვეტილია და არ გამოირიცხება, რომ მოვაჭრეების პროტესტის გამო, სამართალდამცავების ჩარევა გახდეს საჭირო.