სამეგრელოში სამი ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში ცოტა ხნის წინ მოხდა.
სამივე გარდაცვლილი ფარცვანიების სახლში მეზობელმა ნახა. როგორც ცნობილია, მკვლელობას თვითმხილველი არ ჰყავს და დეტალები უცნობია.
მეზობლები ყვებიან, რომ გარდაცვლილები მეგობრები არიან და გოგიტა ფარცვანიასთან სადილობდნენ, როცა მკვლელობა მოხდა.
ერთ-ერთი ვერსიით, ერთმა ახალგაზრდამ ორი პირი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა. სამივე ცეცხლსასროლი იარაღით არის მოკლული და თითოეულ მათგანს თავში აქვს ტყვია მოხვედრილი. ცნობილია, რომ გოგიტა ფარცვანია დაცვის პოლიციის თანამშრომელია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.