24 ნოემბერი 2024,   04:06
ვრცლად
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის ოჯახის მხარდამჭერი აქცია ხვალ 16:00 საათზე განახლდება

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის ოჯახის მხარდამჭერი აქცია ხვალ 16:00 საათზე განახლდება. ამის შესახებ განცხადება, აქციის ორგანიზატორებმა გააკეთეს.

აქციას ასევე, შეუერთდებიან 51-ე სკოლის მოსწავლეები. ძლიერი წვიმის გამო ამ წუთებში ხალხის რაოდენობა შედარებით შემცირდა და რუსთაველის გამზირი გახსნილია.

აქციის მონაწილეები ხორავას ქუჩის საქმის გამოძიების ფარგლებში კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვდნენ. პარლამენტის წინ აქცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

მანამდე კი ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია პროკურატურასთან გაიმართა.

აქციის მონაწილეების ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნას ირაკლი შოთაძის გადადგომა იყო, თუმცა შოთაძის გადადგომის შემდეგ, აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ გადაინაცვლეს და მთავრობის გადადგომა მოითხოვეს.

პროტესტი დღეს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას მოჰყვა. 

დღეს საქალაქო მოსამართლემ ერთი ბრალდებული დავით სარალიძესთან მიმართებაში, ხოლო მეორე ლევან დადუნაშვილთან მიმართებაში გაამართლა.

დღის ამბები