21 დეკემბერი 2024,   16:01
ვრცლად
სავარაუდოდ, მთავრობასთან წავა მოსალაპარაკებლად, რომ როგორმე მივიღოთ ის მოცემულობა, რაც ჭეშმარიტებას შეესაბამება - სარალიძე პრეზიდენტთან შეხვედრაზე საუბრობს

ზაზა სარალიძის თქმით, პრეზიდენტმა შეხვედრაზე მას სოლიდარობა გამოუცხადა. ზაზა სარალიძემ აღნიშნა, რომ შეხვედრაზე პრეზიდენტს მისი შვილის მკვლელების დასჯა სთხოვა.

სარალიძის თქმით, რას გადაწყვეტს პრეზიდენტი და გამოიყენებს თუ არა რაიმე ბერკეტს, ამაზე არ უსაუბრია.

„სავარაუდოდ, მთავრობასთან წავა მოსალაპარაკებლად, რომ როგორმე მივიღოთ ის მოცემულობა, რაც ჭეშმარიტებას შეესაბამება,“ - განაცხადა სარალიძემ.

ზაზა სარალიძემ დღეს საკუთარ Facebook გვერდზე განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ ერთადერთი ადამიანი ხელისუფლებიდან, რომელმაც მის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა, პრეზიდენტი და მისი ოჯახი იყო.

შეგახსენებთ, რომ ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე გუშინ პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა იმყოფებოდა. აქციის განმავლობაში ზაზა სარალიძეს სოლიდარობას პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგნელებიც უცხადებდნენ.

დღის ამბები