24 აპრილი 2024,   12:39
ვრცლად
რევოლუცია მე არ მაწყობს, მე მინდა ჩემი შვილის მკვლელი ბოლომდე დაისაჯოს - ლევან დადუნაშვილის მამა 

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მამა მივიდა. მან შეკრებილებს და პირადად ზაზა სარალიძეს სიტყვით მიმართა, მხარდაჭერა გამოუცხადა და შესთავაზა დაელოდონ გამოძიებას რომელსაც სახელმწიფო აწარმოებს.

"მე ზაზას თანადგომას ვუცხადებ და მის გვერდში ვარ. ჩემი ტრაგედია და ზაზას ტრაგედია ერთია. მინდა ყველას მოგმართოთ, მოდით ის გამოძიება, რომელზეც კითხვები გვიჩნდება, გამოიძიოს იმ სახელმწიფომ, რომელშიც ვცხოვრობთ"- განაცხადა მან.

დადუნაშვილის გამოსვლას აქციის მონაწილეთა ნაწილში უკმაყოფილება და შეძახილები მოჰყვა.

„ჩემო ზაზა ჩვენი ტკივილი საქართველოს ტკივილია და ამით ამაყი მამები ვართ, მაგრამ ის გამოძიება, რომ დამთავრდეს მე მოგიწოდებთ, ის ხალხი ვინც ზიხარ ტელევიზორებთან და თქვენს შვილებს ხელს აფარებთ, გამოვიდეთ ყველა და მივმართოთ იმათ, რომ თავისი შვილები, ის მშობლები მშობლები მაშინ იქნებიან, ეს ტრაგედია მაშინ აღარ განმეორდება, როცა ვაიძულებთ იმათ, როცა ვაიძულებთ იმას, იმ გათითოკაცებულ ხალხს, რომლებიც სახლში სხედან და არ გამოჰყავთ თავისი შვილები, რომ ჩვენება მისცენ. სწორი გამოძიება, რომ წარიმართოს.

ზაზა შენს გვერდში ვარ,  მთავრობა ჩვენს გვერდშია, დავდგეთ და გამოვიძიოთ ჩემო ძმაო. მივცეთ შანსი, სადაც გინდა, გაწყობს პრეზიდენტთან შევიდეთ ერთად, პარლამენტის თავმჯდომარეა? პარლამენტის თავმჯდომარესთან შევიდეთ. პრემიერ-მინისტრია? პრემიერ-მინისტრთან შევიდეთ.

მე ამ ქვეყანაში ვცხოვრობ, ამ კანონებით ვცხოვრობ, რევოლუცია მე არ მაწყობს, მე მინდა ჩემი შვილის მკვლელი ბოლომდე დაისაჯოს, სამართლით მეც არ ვარ კმაყოფილი,“-განაცხადა დადუნაშვილმა.

დღის ამბები