მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს.
პანკისის ხეობაში მოკლული თემირლან მაჩიკლაშვილის მამა ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ის სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე გამოჩნდა, უწყებამ მისი დევნა და თვალთვალი დაიწყო.
მაჩალიკაშვილის თქმით, ის დღეს თბილისში აქციაზე მიდიოდა, რა დროსაც ტაქსის მძღოლს, სუს-ის დავალებით, ტელეფონზე ახმეტის პოლიციიდან რამდენჯერმე დაურეკეს და მგზავრის ვინაობას ეკითხებოდნენ.
მალხაზ მაჩალიკაშვილი არ გამორიცხავს, რომ სუს-ი მისთვის იარაღის ჩადებას აპირებს.
ამის მიუხედავად, მალხაზ მაჩალიკაშვილი, აქციაზე წასვლას ისევ აპირებს.
„შიშით კი არ მეშინია მაგათი, მარტო, რომ ვარ, როგორც ჩაუდეს თემირლანს, მეშინია, რომ რაღაც არ ჩამიდონ ან „ლიმონკა“ იქნება ან იარაღი იქნება, რომ გამაჩერონ ან დამაკავონ. რაღაც იარაღი, ალბათ, უფრო დამაჯერებელი იქნება, მაგათი აზრით... მცდელობები არის ძალიან, ვიცი, ამას ვხედავ და ვხვდები ყველაფერს. როგორ კი აქციები დაიწყეს, მას შემდეგ ხდება ეს,“ - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.