19 დეკემბერი 2024,   10:32
ვრცლად
ზვიად კუპრავასა და ჩემს შორის არაფერი მომხდარა - ზაზა სარალიძე

"ზვიად კუპრავასა და ჩემს შორის არაფერი მომხდარა. ეს ილუზია ვის მოუვიდა თავში?" - ეს განცხადება პარლამენტის წინ ჟურნალისტებთან ზაზა სარალიძემ გააკეთა. 

მისივე თქმით, საზოგადოებრივ მაუწყებელში წასვლას აპირებდა, რათა მიეცა ინტერვიუ იმ ფილმთან დაკავშირებით, რაზეც ინფორმაცია გაავრცელა. 

„უცებ გამოჩნდნენ ვიღაცები და აპირებდნენ ჩემს წაყვანას, თუ განეიტრალებას. რა უნდოდათ, არ ვიცი. რას აპირებდნენ ლიკვიდირებას თუ მოტაცებას, არ ვიცი,“ - განაცხადა ზაზა სარალიძემ. 

მისივე თქმით, რამდენიმე წუთის წინ შეხვდა სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას. 

დღის ამბები