ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილი შემოვიდა პოლიტიკაში და ერთ წელიწადში მოღალატეები და აგენტურა გაისტუმრა სახლში, დღეს ხელისუფლებაში არ არიან მოღალატეები, აგენტები, რომლებიც დაიწყებენ ომს. დღეს ქვეყანას ჰყავს სუვერენული, ღირსეული ხელისუფლება
პრემიერი: როდესაც საუბარია მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, უწყვეტი მშვიდობა, სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და ეკონომიკური პროგრესი, სწორედ ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა
პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა საკანონმდებლო ორგანოში დასრულდა
ირაკლი კობახიძე: ტურიზმი 2025 წელს იყო რეკორდული შემოსავლების თვალსაზრისით - ტურიზმიდან შემოსავალმა გასულ წელს 4.7 მილიარდი დოლარი შეადგინა
ირაკლი კობახიძე: 2025 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაიზარდა 7,6 პროცენტით და შეადგინა დაახლოებით 1,7 მილიარდი დოლარი, სავალუტო რეზერვებმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და 7 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
ირაკლი კობახიძე: ხუთი წლის განმავლობაში, სხვაობა საქართველოსა და მოლდოვის ეკონომიკებს შორის გაიზარდა 13,5 მილიარდი დოლარით, ეს ნიშნავს იმას, რომ სხვაობა ჩვენს ბიუჯეტებს შორის გაიზარდა 3,5 მილიარდი დოლარით, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს
პრემიერი: 2025 წელს საშუალო ხელფასმა შეადგინა 2 283 ლარი, 2020 წელს 1191 ლარი და 5 წლის თავზე საშუალო ხელფასი გაორმაგებულია, რაც კიდევ ერთი უტყუარი ნიშანია, რომ ეკონომიკური ზრდა პირდაპირ აისახება მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე