19 დეკემბერი 2024,   05:46
ვრცლად
3 დღიანი გაფიცვა სრულდება - 14:00 საათიდან მეტრო მგზავრების მიღებას განაახლებს

3 დღიანი გაფიცვა სრულდება. გვიან ღამით მეტროს მემანქანეებმა შიდა კონსულტაციების შემდეგ მუშაობის გაგრძელება გადაწყვიტეს. თბილისის მეტროპოლიტენი მასშტაბური გაფიცვის შემდეგ პირველ მგზავრს დღეს 14:00 საათზე მიიღებს. მემანქანეების თქმით, მათი ხელფასების მომატებაზე პასუხისმგებლობა თავად თბილისის მერმა აიღო. თუმცა კონკრეტული თარიღი როდის გაიზრდება თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომელთა ანაზღაურება ამ ეტაპზე უცნობია.

დღის ამბები