24 აპრილი 2024,   02:03
ვრცლად
თბილისში დღეს დილით კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვართან მომხდარი მიწისძვრა ყველაზე მეტად დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში იგრძნობოდა. 5.6 მაგნიტუდის მიწისძვრას ნგრევა არ მოჰყოლია. დედოფლისწყაროს გარდა, მიწისძვრა იგრძნობოდა სხვა რეგიონებში ასევე თბილისში. ღამის 04:00 საათზე ბიძგები განმეორდა.

ეპიცენტრი ამჯერად სომხეთი-საქართველოს საზღვრიდან 8 კმ-ში იყო. მიწისძვრის სიმძლავრე თითქმის 4 მაგნიტუდა იყო.

"პირველი ბიძგი აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვარია, საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრი. მაგნიტუდა 5.6.

მეორე შემთხვევა ეს უკვე სომხეთი-საქართველოს საზღვარია, საზღვრიდან  8 კილომეტრი დაახლოებით, მეორე მიწისძვრა მოხდა დაახლოებით, თბილისის დროით 07:58 საათზე.

გუშინდელი მიწისძვრა აზერბაიჯანის, მოხდა თბილისის დროით 22:40 საათზე. მაგნიტუდა 5.6-ის შემთხვევაში, აზერბაიჯანის საზღვართან რომელიც მოხდა, მას მოჰყვება აუცილებლად აფთერშოკური სერია, შეიძლება მოსახლეობამ საერთოდ ვერც იგრძნოს"-ამბობს დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმოლოგიის ეროვნული ცენტრის დირექტორი თეა გოდოლაძე.

დღის ამბები