15 მაისი 2024,   20:26
ვრცლად
მდინარე ლიახვში დაკარგული 51 წლის მამაკაცი შესაძლოა საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე იყოს - ოსური მხარე

მდინარე დიდ ლიახვში 51 წლის ცხინვალელი მამაკაცი დაიკარგა. ამის შესახებ ინფორმაციას ოსური მხარე ავრცელებს. მას ადგილობრივი სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ამ დრომდე ვერ მიაგნეს.

დე-ფაქტო რესპუბლიკის სამაშველო სამსახურის წარმომადგენლების ცნობით, ადიდებულმა მდინარემ მამაკაცი, სავარაუდოდ, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებული ტერიტორიისკენ წაიღო.

51 წლის მამაკაცი 6 ივნისს საღამოს, დაახლოებით, 18:00 საათზე მდინარემ გაიტაცა. ინფორმაცია დღეს ერგნეთში მიმდინარე მოლაპარაკების დროს ქართულ მხარეს აცნობეს.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე კი რამდენიმე საკითხს განიხილავენ, მათ შორის, არჩილ ტატუნაშვილის წამებას. ქართულმა მხარემ წინა შეხვედრაზე ორგანოების გადმოცემის საკითხი დააყენა, თუმცა მაშინ სეპარატისტებმა დრო დღევანდელ შეხვედრამდე ითხოვეს.

მონაწილე მხარეებს დღეს საქართველოს წარმომადგენელი სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას წარუდგენს, რომელიც არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ჩაუტარდა.

დღის ამბები