20 აპრილი 2024,   01:36
ვრცლად
ძალადობა თუ სიყვარული - 16 წლის გოგო ამბობს, რომ სიყვარულით გათხოვდა, მისი ოჯახი კი ამტკიცებს, რომ მას აშინებენ და ძალადობენ

16 წლის სამირა თოფჩიევას ოჯახი დარწმუნებულია, რომ გოგოს ქმარი და მისი ოჯახი აშინებენ და ძალადობენ. ყვებიან, რომ მათი შვილი სიყვარულით რამდენიმე თვის წინ სხვა კაცზე დაინიშნა.

16 წლის სამირა თოფჩიევამ კი თავად გადაწყვიტა ცოლად აბაზგულ სულეიმან ოღლის გაჰყოლოდა და მასთან ერთად ეცხოვრა. გოგომ შეყვარებულს თავად დაურეკა და სთხოვა, საქართველოში ჩამოსულიყო. კამერებთან არ მალავს, რომ ახლა უკვე მეუღლეს საკუთარი სურვილით გაჰყვა. მიზეზად კი ამბობს, რომ ოჯახი მას სხვა კაცზე გათხოვებას აიძულებდა.

ნიშნობის აღსანიშნავი წვეულებაც გადაიხადეს და საჩუქრად ბიჭისგან ძვირადღირებული ნივთებიც მიიღეს. თოფჩიევები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან გოგოს სხვა ოჯახში დარჩენას და მის უკან დაბრუნებას მოითხოვენ.

2 დღის განმავლობაში ისინი სულეიმანოვების საცხოვრებელ სახლთან რამდენჯერმე მივიდნენ, მაგრამ გოგონა მათ მოთხოვნას არ თანხმდება. ამბობს, რომ ქმარი უყვარს და სხვა კაცზე გათხოვება არ უნდა.

ოჯახმა აბაზგულ სულეიმან ოღლის სამი დღე მისცა, რომ 16 წლის გოგო უკან დააბრუნონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი სისხლის ღვრით იმუქრებიან.

დღის ამბები