„დღეს დილით მივმართეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნველეყო, რომ მირზა სუბელიანი არ ყოფილიყო მიმალული და ეთანამშრომლა კომისიასთან. დღეს გავიგეთ, რომ ის დაკავებულია შსს-ის მიერ. ეს არის სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი, თუმცა, ეს არ არის კვანძის ბოლომდე გახსნა და ეს არ არის ყველა კითხვაზე პასუხის მოძებნა,“ - ამის შესახებ ევროპული საქართველოს წევრმა და დროებითი საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელმა, სერგი კაპანაძემ, განაცხადა.
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შეუტყობინებლობისთვის მირზა სუბელიანის დაკავებას და შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგს გამოეხმაურა.
„ამ კითხვებზე პასუხები ჯერ კიდევ არის საპოვნელი, მათ შორის იმ კუთხითაც, კიდევ სხვა რამე ხომ არ აქვს მას დაშავებული, მათ შორის, მაგალითად, გარკვეული სამხილების განადგურების ან რაღაცის შეცვლის კუთხით. აქედან გამომდინარე, საგამოძიებო კომისია ამ ყველა საკითხზე გააგრძელებს მუშაობას, მათ შორის შეცდება, რომ იმ კითხვებსა პასუხი გასცეს, რომელზეც ჯერჯერობით, თითქოს, გასცა შშ-მ. ასევე შეეცდება, რომ იპოვოს პასუხი ყველა სხვა კითხვაზე, რომელზეც ჯერ ნათელი არ არის მოფენილი,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სუბელიანი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შეუტყობინებლობის ბრალდებით არის დაკავებული.