15 ოქტომბერი 2018,   15:52
ვრცლად
გომბორზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მოზარდი, იაშვილის კლინიკაში გადმოიყვანეს

გომბორზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მოზარდი თბილისში, იაშვილის სახელობის კლინიკაში გადმოიყვანეს.

არასრულწლოვანს კახეთში სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა, მოგვიანებით კი ექიმებმა მისი თბილისში გადმოყვანის გადაწყვეტილება მიიღეს. მედიკოსების განცხადებით, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

თელავის საავადმყოფოში მყოფი დანარჩენი პაციენტები კი ექიმებმა სახლებში გაწერეს.

მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ სტაციონარში რჩებიან თბილისის საავადმყოფოებში მყოფი დაშავებულები.

შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევას 4 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან ერთი არასრულწლოვანი. დაშავდა 20-მდე ადამიანი. დაკავებულია მიკროავტობუსის მძღოლი.

დღის ამბები