24 დეკემბერი 2024,   16:42
ვრცლად
აქცია რუსთაველზე - პოლიციამ გზის სავალ ნაწილზე განთავსებული კარვები დაშალა

დაძაბული ვითარებაა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. საპატრულო პოლიცის თანამშრომლები პერიმეტრს სრულად აკონტროლებენ. სამართალდამცველებმა კარვები გზის სავალი ნაწილიდან პარლამენტის შენობასთან გადაიტანეს.

ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიციის უფროსი. არსებული ინფორმაციით, კარვების გატანა გზის სავალი ნაწილიდან აქციის მონაწილეებთან შეთანხმებით მოხდა. 

პოლიციის გადაწყვეტილებას გადაეტანა გზის სავალი ნაწილიდან კარვები პარლამენტის შენობასთან, აქციის მონაწილეების პროტესტი არ მოჰყოლია. 

თეიმურაზ კუპატაძე აცხადებს, რომ კარვების გამო დედაქალაქში პარალიზებულია მდგომარეობა და კარვების დაშლის გადაწვეტილება მიიღეს.

კარვების გადატანას კი წინ უძღოდა ინციდენტი და აქციის მონაწილეების დაკავება. საპატრულო პოლიციამ კარვებში მყოფი 5 პირი დააკავა.

დღის ამბები