სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით, დაუდასტურებელი ინფორმაციით, მარნეულის მერი პროკურატურაშია დაბარებული. საქმე ეხება საჯარო, დამამცირებელი ბოდიშის მოხდას ბიძინა ივანიშვილისა და მარნეულის მერის გინებისთვის - სტუდია "მონიტორის" მიერ გავრცელებული ინფომრაციით, მარნეულის ერთ-ერთი მცხოვრების მიერ აქციაზე გამოთქმული უცენზურო სიტყვები სოციალურ ქსელში გავრცელდა, რამდენიმე დღეში კი მან მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა და სინანული სახეზე სავარუდოდ, შარდის წასმით გამოხატა.
სოციალურ ქსელში მომხდარს ამ პიროვნებაზე ადგილორივი ხელისუფლებისა და უშულოდ მარნეულის მერის მხრიდან ზეწოლას უკავშირებენ, თუმცა თემურ აბაზოვი ბრალდებას უარყოფს. პოლიციამ გამოძება უკვე დაიწყო - მუხლით, რომელიც დამამცირებელ მოპყრობას გულისხმობს. საქმეს ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურა იძებს.