24 სექტემბერი 2018,   06:52
ვრცლად
პოლიციაში არ იციან სად არის - ელჩინ ალახვერდიევი, რომელიც არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია გაუჩინარდა 

მარნეულის მკვიდრი ელჩინ ალახვერდიევი, რომლიც არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია, გაუჩინარდა.

საუბარია პირზე, რომელსაც თბილისში, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე გამოთქმული უცენზურო სიტყვების გამო, ბოდიშის მოხდა აიძულეს და მას სავარაუდოდ სახეზე შარდის წასმაც მოუწია.

ოჯახისთვის მისი ადგილსამყოფელი უცნობია. მომხდართან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს ელჩინ ალახვერდიევის შვილი. ის ამბობს, რომ მამა დილით სამართალდამცავებმა წაიყვანეს თუმცა, სად იმყოფება ამჟამად არ იცის.

რაც შეეხება ძალადობის ფაქტს, დეტალები მისთვის უცნობია.

„მეგობრებმა დამირეკეს და მითხრეს, რომ მამაჩემი პოლიციელებმა წაიყვანეს სახლიდან პოლიციაში არ იციან სად ჰყავთ. შესაძლოა, რუსთავში იყოს გადაყვანილი.

ვიდეოს გადაღების დროს აქ არ ვიყავი, მაგრამ ყველა ამბობს და ცხადია, რომ ვიდეოს ჩაწერის დროს მუქარას ჰქონდა ადგილი, მას არა ერთი , სულ მცირე ხუთი ან ათი ადამიანი ემუქრებოდა

მამაჩემი „ქართული ოცნების“ წევრია და როდესაც ვნახე ვიდეო, სადაც მამაჩემი „ქართულ ოცნებას“ აგინებს დავინახე რომ მის გვერდით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები იდგნენ.ვიდეო 10 ივნისს არის გადაღებული. არ ვიცი ზუსტად ვინ ესწრებოდა გადაღების პროცესს, იყვნენ თუ არა "ქართული ოცნების" წევრები, გამგეობის, ან პარლამენტის წევრები, მაგრამ ვისაც ველაპარაკე ყველა ამბობს, რომ თეიმურაზ აბაზოვი გადაღების დროს იქ იყო,“-ამბობს ალახვერდიევის შვილი.

დღის ამბები