15 ნოემბერი 2024,   09:03
ვრცლად
"პრემიერის ბრიფინგმა აჩვენა, რომ გადადგომის მომენტშიც კი მთავრობა არის არაადეკვატური" - დავით ბაქრაძე

„ევროპული საქართველო“ გიორგი კვირიკაშვილის პრემიერის თანამდებობიდან წასვლას ეხმაურება. დავით ბაქრაძის თქმით, კვირიკაშვილის განცხადებამ დაადასტურა ის, რომ ამ მდგომარეობაშიც კი მთავრობა ვერ აცნობიერებს ღრმა კრიზისს რომელშიც იმყოფება.

„პრემიერ-მინისტრის ბრიფინგიდან ნათლად გამოჩნდა ორი რამ. პირველი, მან ღიად დაასახელა, რომ ის მიდის ბიძინა ივანიშვილთან უთანხმოების გამო, რომელიც არის ამ ქვეყანაში ყველა გადაწყვეტილების მიმღები. და მეორე, მან ისაუბრა ამ ქვეყნის ეკონომიკურ და სხვა ტიპის წარმატებებზე, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გადადგომის მომენტშიც კი მთავრობა არის არაადეკვატური და ვერ ხედავს იმ პრობლემებს, რომელიც დღეს არსებობს ქვეყანაში,“-განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მისივე თქმით, ქვეყანაში არის პოლიტიკური კრიზისი და აქედან გამოსავალი არის მთლიანად იმ გუნდის ცვლილება, რომელსაც არ შეუძლია ქვეყნის მართვა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები