25 ნოემბერი 2024,   02:02
ვრცლად
ივანიშვილმა თვითონაც არ იცის, როგორ გადააადგილებს დაფაზე პაიკებს და ოფიცრებს - რატიანი ტექნიკური მთავრობის წარდგენაზე საუბრობს 

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ პარლამენტისთვის ტექნიკური მთავრობის წარდგენის გადაწყვეტილებას, საპარლამენტო ოპოზიცია ეხმაურება. 

"ევროპულ საქართველოში" აცხადებენ, რომ ივანიშვილმა მხოლოდ ჭადრაკის ფიგურები შეარჩია, ხოლო როგორ გადაანაწილებს მათ დაფაზე თავადაც არ არის ჩამოყალიბებული.

„ისტორიაში ბევრი დროებითი მთავრობა მახსენდება, მაგრამ არცერთი არ მახსენდება სამკვირიანი დროებითი მთავრობა. სინამდვილეში ბიძინა ივანიშვილმა საჭადრაკო დაფაზე დააყენა თავისი პაიკები და ოფიცრები, მაგრამ ჯერჯერობით არ განუმარტავს მათთვის, რომელი სად უნდა დადგეს. ამიტომ მათ, რომლებსაც საერთოდ ხედვა არ აქვთ არაფრის ხოლო ბიძინა ივანიშვილი არ ჩამოყალიბებულა რა განლაგება ექნებათ საჭადრაკო დაფაზე.

არც პაიკი და არც ოფიცერი თავისით არ დადის, ხოლო როგორ გადააადგილებს და რა ხედვა და სტრატეგია ექნება ბიძინა ივანიშვილს, იცის მხოლოდ მან, თუმცა როგორც ჩანს ამ შემთხვევში თავადაც არ იცის“- აცხადებს სერგო რატიანი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, პარლამენტში მთავრობის ფორმალური შემადგენლობა შევა. ამის მიზეზი შემჭიდროებული ვადებია, რომელშიც მთავრობის შემადგენლობა უნდა დამტკიცდეს.

ბახტაძის თქმით, მთავრობის არსებული შემადგენლობის დამტკიცების შემდეგ პარლამენტში მთავრობა შემცირებული რაოდენობით წარდგება, 14 სამინისტრო 11-მდე შემცირდება.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, სამინისტროების რაოდენობის შემცირებას საკანონმდებლო ცვლილება სჭირდება, რაც მთავრობის დამტკიცების ვადებში ვერ ესწრება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები