25 აპრილი 2024,   04:31
ვრცლად
უამინდობა ქუთაისში - ძლიერი წვიმის გამო წყალი ბინებში ჩავიდა

ძლიერი წვიმა ქუთაისში - ჭავჭავაძის გამზირზე, 2 ნომერ კორპუსში, ხანძრის შემდეგ ადგილობრივები ახლა უკვე წვიმამ დააზარალა.

იქ სადაც რამდენიმე დღის წინ, ცეცხლი ხუთსართულიანი კორპუსის სახურავს გაუჩნდა და მთლიანად დაიწვა, გუშინ წვიმის გამო წყალი ბინებში ჩავიდა.

ადგილობრივები ყვებიან, რომ რაც ხანძარს გადაურჩა, ახლა წვიმამ დააზიანა. ისინი დახმარებას ითხოვენ.

ადგილზე იმყოფებოდა ქუთაისის მერიის წარმომადგენელი. მისი განცხადებით, მერია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მოქალაქეებს საცხოვრისის გადასახური მასალა დროულად მიეწოდოს.

ამავე თემაზე
დღის ამბები