24 აპრილი 2024,   01:38
ვრცლად
საქართველოში მყოფი ირანის მოქალაქეების მტკიცებით, მათ მიმართ ქსენოფობიურ ნიადაგზე ძალადობა გახშირდა

საქართველოში მყოფი ირანის მოქალაქეები ამბობენ, რომ მათ მიმართ ქსენოფობიურ ნიადაგზე ძალადობა გახშირდა. მათი მტკიცებით, პოლიციას ეფექტურ რეაგირებას არ ახდენს და დამნაშავეებს არ აკავებს.

მოჰამედ ფოტოჰის თქმით, 10 თვის წინ გლდანში ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზოში სასტიკად სცემეს.

მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ პოლიციას იმ ღამესვე მიმართა, სამართალდამცავებს ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ. ფოტოჰი ამბობს, რომ თავდასხმისა და პოლიციელთა მხრიდან უყურადღებობის სავარაუდო მიზეზი მისი ირანული წარმომავლობაა.

მანსოურ ხაირი კიდევ ერთი ირანელია, რომელიც, მისი მტკიცებით, საქართველოში წარმომავლობის გამო სცემეს.

დაპირისპირება იმ ტურისტული სააგენტოს წარმომადგენლებთან მოხდა, რომელმაც მცხეთის დასათვალიერებლად წაიყვანა და ამაში ტურის საფასური 130 ლარიც გადაახდევინა.

ინციდენტის განსხვავებულ ვერსიას უყვება კურიერს ტურისტული კომპანია დისქავერი ჯორჯიას წარმომადგენელი.

ორივე ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს.

ეთნიკურად ირანელების მიმართ გახშირებულ ძალადობაზე საუბრობს საქართველოში მცხოვრები ირანელი ბიზნესმენიც.

მაჰმუდ დავარის გაცხადებით, ძალადობაზე პოლიცია რეაგირებას, ფაქტობრივად, არ ახდენს. მისი თქმით, ირანელებისთვის საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა აღარ არის და შესაბამისად, აქ მოგზაურობაზე უარს ამბობენ.

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ამბობს, რომ პოლიცია აზიისა და აფრიკის ქვეყნებიდან შემოსულ ტურისტებს დახმარების გაწევაზე უარს ეუბნება.

 

 

 

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი 

 

დღის ამბები