19 დეკემბერი 2024,   09:52
ვრცლად
„ჩვენ დავინახეთ ივანიშვილის მიერ პარლამენტში მოვლენილი საშუალო დონის მენეჯერი"-ოპოზიცია ბახტაძის გამოსვლას ეხმაურება

საპარლამენტო უმცირესობა, პარლამენტში პრემიერობის კანდიდატის სიტყვით გამოსვლის შემდეგ ივანიშვილის ხელისუფლების დასრულების აუცილებლობაზე საუბრობს. როგორც ენმ-ს წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს,  სანამ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ წავა, ქვეყანაში არაფერი შეიცვლება. მისი თქმით მან დღეს მოუსმინა ივანიშვილის მორიგ საშუალო დონის მენეჯერს.

„ჩვენ დავინახეთ ბიძინა ივანიშვილის მიერ პარლამენტში მოვლენილი მორიგ ჯერზე, მე ვიტყოდი საშუალო დონის, საშუალო შესაძლებლობების მენეჯერი, რომელსაც რატომღაც სთავაზობენ ამ ქვეყანას პრემიერ-მინისტრად, როდესაც მისი სახელი გუშინ არავინ იცოდა,“-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან პრეტენზიები აქვთ „ევროპულ საქართველოშიც.“ დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ მამუკა ბახტაძის მიერ წარდგენილი სამთავრობო გეგმა ვერ პასუხობს საზოგადოებრივ მოლოდინს.

„არც ერთი იმ მიმართულებით, სადაც არსებობს საზოგადოების მოლოდინი, სადაც არსებობს თუნდაც ზაზა სარალიძის და მისი ოჯახის მოლოდინი, სადაც არსებობს იმ ადამიანების მოლოდინი ვინც დღევანდელ უსამართლობას აპროტესტებს, არც ერთი ამ მიმართულებით არ მოგვისმენია არც ერთი სიტყვა  ცვლილებების აუცილებლობასთან დაკავშირებით. ამიტომ  ასეთი მიდგომით და ასეთი შემადგენლობით ეს მთავრობა ვერანაირ პოზიტივს ამ ქვეყანას ვერ მოუტანს,“-განაცხადა დავით ბაქრაძემ. 

 

დღის ამბები