25 აპრილი 2024,   20:55
ვრცლად
ბიუჯეტის თანხის გაფლანგვისთვის ისრაელის პრემიერის მეუღლეს ბრალი წაუყენეს

ისრაელის პრემიერ-მინისტრის მეუღლეს ქვეყნის პროკურატურამ ბრალი თაღლითობის მუხლით წაუყენა.

სარა ნეთანიაჰუს გამოძიება საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვასაც ედავება. ბრალდების ვერსიით, პრემიერის მეუღლემ ბიუჯეტს ასობით ათასი შეკელის ზარალი მიაყენა, როდესაც წლების განმავლობაში ბენიამინ ნეთანიაჰუს რეზიდენციისთვის საკვებს ძვირადღირებულ რესტორნებში უკვეთავდა, რაც კანონს ეწინააღმდეგება.

სპეციალურმა კომისიამ რეზიდენციის საქმიანობის შესწავლის დროს სხვა დარღვევებიც აღმოაჩინა.

დღის ამბები