12 დეკემბერი 2018,   03:53
ვრცლად
ალექსანდრე ლუკაშენკო ბელარუსიის ანექსიისა და სხვა სახელმწიფოს შემადგენლობაში შესვლის საფრთხეზე საუბრობს

ალექსანდრე ლუკაშენკო ბელარუსიის ანექსიისა და სხვა სახელმწიფოს შემადგენლობაში შესვლის საფრთხეზე საუბრობს. განცხადება ქვეყნის პირველმა პირმა ერთ-ერთი რეგიონის სტუმრობისას გააკეთა. მისი თქმით, თუ ბელარუსი ეკონომიკური განვითარების კონკრეტულ გეგმას არ შეასრულებს და სოფლის მეურნეობას არ განავითარებს, ქვეყანას კრახი ემუქრება.

რომელი ქვეყანა ემუქრება ბელარუსს ალექსანდრე ლუკაშენკოს არ დაუსახელებია. თუმცა მედია ანალიტიკოსები აღნიშნავენ, საუბარი რუსეთზეა, რადგან დასავლეთთან ურთიერთობის ნორმალიზების მცდელობის გამო, მოსკოვმა არაერთხელ გამოთქვა უკმაყოფილება. ექსპერტების განცხადებით, იმ ფონზე როცა ნატო ბალტიისპირეთის რეგიონში კონტინგენტს აძლიერებს, მოსკოვისთვის ბელარუსია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

დღის ამბები