19 სექტემბერი 2019,   22:00
ვრცლად
ავტოსაგზაო შემთხვევა წეროვანთან - დაშავებულია 18 ადამიანი

ავტოსაგზაო შემთხვევა წეროვანთან - არსებული ინფორმაციით, 18 ადამიანი დაშავდა. ერთმანეთს სამგზავრო მიკროავტობუსი და ტრაილერი შეეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილი დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

არსებული ინფორმაციით, 18-ვე დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. დაშავებულთა ნაწილი "ჯეო ჰოსპიტალსის" კლინკაში არიან გადაყვანილები.

 

დღის ამბები