23 დეკემბერი 2024,   06:04
ვრცლად
"ეს თანამონაწილეობა არ არის მკვლელობაში?“ - ოთარ კახიძე ხორავას ქუჩის საქმეში ერთ-ერთი მთავარი მოწმის შესახებ საუბრობს

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია ხორავას ქუჩის მკვლელობის პროკურორისა და გამომძიებლის გამოკითხვას აგრძელებს. უმცირესობის წარმომადგენლებმა საკმაოდ ბევრი შეკითხვა დაუსვეს საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებს, კერძოდ, "ევროპული საქართველოს“ წევრები, ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში, მიხეილ კალანდიას მონაწილეობითაც დაინტერესდნენ. ამ საკითხთან დაკავშირებით, კითხვით ოთარ კახიძემ პროკურორ ზვიად ფხაკაძეს მიმართა.

ოთარ კახიძე დაინტერესდა, რატომ არ დადგა მიხეილ კალანდიას პასუხისმგებლობის საკითხი, თუნდაც დანაშაულში თანამონაწილეობის კუთხით.

მან, კომისიის სხდომაზე კონკრეტული ჩვენებები წაიკითხა, რომელიც მიხეილ კალანდიას აქვს წინასწარ გამოძიებაში მიცემული, სადაც ის თავადაც არ უარყოფდა, რომ მონაწილეობდა ჩხუბში.

„გ.ჯ. და სარალიძე შევიდნენ ფარდულში, მ.კ. წავიდა სარალიძისკენ, რომ დაერტყა მუშტი. ხელებს იქნევდა გ.ჯ. მეც მივარდი და რამოდენიმეჯერ დავარტყი მუშტი სარალიძეს სახეში. მეორე ჩვენებაში  კალანდია ამბობს, რომ მას მაისურზე ჰქონდა სისხლის ლაქები. მესამე ჩვენება საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში რომელიც აქვს მიცემული. გ.ჯ. ურტყამდა ხელებს, ასევე დანას იქნევდა სარალიძის მიმართულებით. ჩხუბისას დაინახა ბ.გ. რომელსაც ასევე ეჭირა დანა და მოუქნია რამდენჯერმე სარალიძეს და დაარტყა კიდეც. ამ დროს რას აკეთებს კალანდია? ეხმარება ჯანაშიას დანიან პირს და რამდენჯერმე ურტყამს მუშტს სახეში სარალიძეს. რომელსაც გ.ჯ. და გ.ბ. დანებს ურტყამენ. ეს პირი ხედავს, როგორ ურტყამს ერთი დანას, ხედავს როგორ ურტყამს მეორე დანას, ამ დროს უჭირავს ხელში და ურტყამს თვითონ მუშტს. ეს თანამონაწილეობა არ არის მკვლელობაში?“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.

კახიძის ამ მიმართვაზე პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ მიხეილ კალანდიას მიზანი ახსნა. 

„კალანდიას მიზანი არის, რომ ეს მოაშოროს გ.ჯ-ს, რომელიც დაბლა ყავს დაჭერილი ხელებით, დანის აშორება კი არ არის, როგორც თვითონ ამბობს, არის რომ, ხელში რომ უჭირავს დათოს გ.ჯ იმას მოაშოროს და გააშვებინოს ხელი,“ - აღნიშნა ფხაკაძემ.

 

 

 

 

 

დღის ამბები