თავდასხმა თბილისში - წერეთლის გამზირზე ჯგუფი „ქუჩის ბიჭების“ წევრი პიკასო, იგივე ირაკლი ნოზაძე დაჭრეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ირაკლი ნოზაძეს ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს. ამ დროისთვის უცნობია ვინ და რა მოტივით დაესხა თავს მომღერალს.
დაჭრილი ღუდუშაურის კლინიკაშია გადაყვანილი. მომღერალს ჭრილობა ყელის არეში, არტერიასთან აქვს მიყენებული.
ღუდუშაურის კლინიკაში მივიდნენ ჯგუფ "ქუჩის ბიჭების" წევრები. ისინი ამბობენ, რომ მომხდარის დეტალები არ იციან და დაჭრის შესახებ მედიისგან გაიგეს.
მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით არის აღძრული, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.