26 ნოემბერი 2024,   10:32
ვრცლად
პარტიების დაფინანსება კრიპტოვალუტით და უკონტროლო სოციალური მედია - აუდიტის სამსახური პოლიტიკაში ფულის შემოდინების კონტროლზე მსჯელობს

ფული პოლიტიკაში - აუდიტის სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით 2 დღიანი რეგიონალური კონფერენცია იწყება. კონფერენციაზე პოლიტიკური პარტიებისთვის ფინანსური რესურსების მოპოვებასა და მისი გამჭვირვალედ ხარჯვის საკითხზე მსჯელობენ. 

პოლიტიკაში ფულის მოძრაობის შესახებ დისკუსიაში მონაწილეობას 10 ქვეყნის სპეციალისტი იღებს.

საკითხი განსაკუთრებით აქტუალური არჩევნების მოახლოების წინ გახდა. ქვეყნის მთავარი აუდიტორი არ გამორიცხავს, რომ დაფინანსების წესში ცვლილებები შევიდეს, თუმცა დღეს ეს საკითხი არ განიხილება. 

ირაკლი მექვაბიშვილის თქმით, როგორც წესი, წინასაარჩევნოდ იმატებს დარღვევები. ასევე მოიმატებს  აღურიცხავი და არალეგალური შემოწირულობები. ერთ-ერთი ახალი გამოწვევა, რომელზეც საუბარი კონფერენციაზე იქნება არის სოციალური მედია, დაფინანსებული ვებგვერდები, რომელთა კონტროლიც ვერ ხდება. გარდა ამისა, მექვაბიშვილის თქმით, ადგილი ჰქონდა პარტიების დაფინანსების კრიპტოვალუტით

„ჩვენ განვიხილავთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიც არის პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წყაროები. ასევე ძალიან საინტერესო თემა არის კრიპტოვალუტების გამოყენება პოლიტიკაში. სამოქალაქო საზოგადოების როლი, როგორც დამკვირვებლის როლი. ასევე გვექნება საუბრები ეფექტური ფინანსური მონიტორინგის განხორციელებაზე, ბუნებრივია ინსტიტუციები გავუზიარებთ გამოცდილებას“ - ამბობს საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი ირაკლი მექვაბიშვილი.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი
ზურაბ აზნაურაშვილი არ გამორიცხავს, რომ წინასაარჩევნოდ დაფინანსების გაზრდილ რაოდენობასთან ერთად იყოს დარღვევები.

"გასული არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნები უფრო გამოირჩევა დარღვევებით, ვიდრე საპრეზიდენტო არჩევნები"- განაცხადა აზნაურიშვილმა.

დღის ამბები