22 დეკემბერი 2024,   15:47
ვრცლად
მოხდება სიის გაფართოება - მამუკა ბახტაძის განმარტება ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე

რატომ მოხვდნენ დიდი ხსნის წინ გარდაცვლილი ადამიანები ოთხოზორია-ტატუნაშვილის სანქციების სიაში, ამ თემაზე „კურიერთან“ პირველ განმარტებას საქართველოს პრემიერი აკეთებს.

მამუკა ბახტაძის თქმით, სიის გაფართოება მოხდება და იქ ახალი გვარებიც გამოჩნდება, თუმცა პრემიერმა დღეს უპასუხოდ დატოვა კითხვა, რომელმა უწყებამ შეადგინა სია.

 „ამ სიაში შესული არიან ადამიანები, ვინც განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ჩაიდინეს საქართველოს მოქალაქეების წინაშე. გუშინაც განვაცხადე, მოხდება სიის გაფართოება, სამართალდამცავი ორგანოები, რომლებიც ინტენსიურად მუშაობენ, ამ სიის გაფართოება მოხდება არა მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, ვინც უშუალოდ ჩაიდინეს ასეთ სასტიკი დანაშაული, არამედ ის ადამიანებიც, ვინც ხელ დააფარეს დანაშაულს,“- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

დაახლოებით, ხუთი ადამიანი ვის წინააღმდეგაც საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო თანამეგობრობას სანქციების დაწესებას სთხოვს, დიდი ხნის გარდაცვლილია. შესაბამისად, უცნობია, როგორ უნდა მოხდეს უკვე გარდაცვლილ ადამიანებზე სანქციების გატარება.

ამავე თემაზე
დღის ამბები