22 დეკემბერი 2024,   22:38
ვრცლად
ჭრილობები მუცლისა და კისრის არეში - ერთ-ერთ აუზზე 22 წლის ბიჭი დაჭრეს

დაჭრა თბილისის შემოგარენში - ერთ-ერთ აუზზე 22 წლის ბიჭი სავარაუდოდ, ცივი იარაღით დაჭრეს.  ახალგაზრდას დაზიანებები მუცლისა და კისრის არეში აქვს მიყენებული. ამ დროისთვის მისი მდგომარეობა სტაბილურია. დაჭრილს ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია და ის მკურნალობას ჯერ კიდევ საავადმყოფოში განაგრძობს. 

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით, განზრახ მკვლელობის მცდელობაზე აღიძრა.

დღის ამბები