18 მაისი 2024,   12:30
ვრცლად
ახალი რეგულაციები - თბილისის მერი ღია კაფეების მფლობელებს მოუწოდებს, ინვენტარი ზედამხედველობის სამსახურის ნებართვით განათავსონ

დედაქალაქში ღია კაფეების მფლობელებისთვის უკვე ორი დღეა რეგულაციები მოქმედებს. სამართლებრივი რეაგირება იმ პირებს შეეხებათ, ვისაც ღია კაფეების განთავსებაზე მერიის შესაბამისი სამსახურებისთვის მიმართული არ აქვთ.

„რა თქმა უნდა პრობლემას შეუქმნის ობიექტებს იმიტომ, რომ გვაქვს ყველა ობიექტს საკუთრებაში ტერიტორია, სადაც გვიდგას მაგიდები. იყვნენ წარმომადგენლები, ლოგოებთან დაკავშირებით ფოტოებიც გადაიღეს, ნებართვა გვაქვს ლოგოებზე, წარწერებზეც,“-აცხადებს რესტორან ”ტიფლისის” მენეჯერი მაკა ლომინაშვილი.

თბილისი მერია რესტორნის მფლობელებს მოუწოდებს, ყველანაირი ინვენტარი, მათ შორის აბრები ღია სივრცეში მხოლოდ ზედამხედველობის სამსახურის ნებართვით განათავსონ.

კახი კალაძე კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ რეგულაციები არ გამკაცრებულა და კაფეებს მხოლოდ რამდენიმე მითითება მიეცათ ხარვეზის გამოსასწორებლად.

„სანამ ზედამხედველობის სამსახური შევიდოდა, დაიწყებდა მოწესრიგებას, ორი ადამიანი ვერ გაივლიდა ერთდროულად ისე იყო გამოტანილი მაგიდები და დასაჯდომები გარეთ. ეს დაუშვებელია, ჩვენ ამას არ დავუშვებთ,“-განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები