18 მაისი 2024,   11:33
ვრცლად
ეროვნული გამოცდები - პირველი გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში მიმდინარეობს

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2018 დაიწყო. აბიტურიენტები უკვე ერთი საათია წერენ ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტებს. ძლიერი სიცხეების გამო საგამოცდო ცხრილში რამდენიმე დღის წინ ცვლილებები შევიდა.

სწორედ მაღალი ტემპერატურაა მიზეზი, რის გამოც შესაძლოა, გამოცდების ჩატარების თარიღი შეიცვალოს.
როგორც განათლების მინისტრმა განაცხადა, სავარაუდოდ, მომავალი წლიდან ეროვნული გამოცდები ზაფხულის ნაცვლად გაზაფხულზე ჩატარდება.

„ივლისში არ უნდა ტარდებოდეს ეროვნული გამოცდები. მოსაზრება ჩემი გახლავთ ის, რომ შესაძლებელია ეროვნული გამოცდების ჩატარება გაზაფხულზე. მომავალი წლიდან ვიხილავთ სწორედ ამ მიმართულებას”-განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

საგამოცდო პროცესი ზუსტად 09:00 საათზე დაიწყო. რეგისტრაცია 39 ათასამდე აბიტურიენტს აქვს გავლილი.

ქვეყნის მასშტაბით სულ 22 საგამოცდო ცენტრია გახსნილი. აქედან 11 თბილისშია.
გასული წლისგან განსხვავებით, ცვლილებებია, გამოცდების ჩატარების წესში, წელს აბიტურიენტებს შეუძლიათ სამუშაო საკუთარი კალმებით შეასრულოს.

რაც შეეხება კონდიცირების საკითხს, გამოცდების ერთიანი ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კვირის ბოლომდე, ყველა საგამოცდო ცენტრში გაგრილების სისტემები დამონტაჟდება.

დღის ამბები