23 დეკემბერი 2024,   11:22
ვრცლად
თუკი საქმე შეიცავს რაიმე საიდუმლო ნაწილს, უნდა მოხდეს ნდობის ჯგუფის ფორმატში მსჯელობა - აბესაძე დევრიშაძის კომპანიების ტენდერში გამარჯვებაზე

"ევროპული საქართველო" ჯაშუშობაში გასამართლებული პეტრე დევრიშაძის კომპანიების მიერ, სახელმწიფო ტენდერების მოგებას ეხმაურება. პარტიის ლიდერები ფაქტის გამოძიებას ითხოვენ.  

ირაკლი აბესაძე აცხადებს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში უნდა იმსჯელონ.

„უნდა დაიწყოს ამ საკითხზე გამოძიება, თუკი საქმე შეიცავს რაიმე საიდუმლო ნაწილს, უნდა მოხდეს ნდობის ჯგუფის ფორმატში ამ საკითხზე მსჯელობა თუ არადა, როგორც თავდაცვის და უშიშროების კომიტეტზე, ასევე, პარლამენტის პლენარულ სხდომაზეც უნდა შედგეს ამ საკითხზე მსჯელობა და მათ შორის, სამართალდამცავი ორგანოები, სუს უნდა დაკავდეს ამ საკითხის გამოძიებით. სამწუხაროდ, ამის მოლოდინიც საზოგადოებას შეიძლება არ ჰქონდეს დღეს რეალურად იმიტომ, რომ დღეს ხელისუფლებაში გვყავს პოლიტიკური ჯგუფი, რომელმაც მოღვაწეობა დაიწყო სწორედ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული პირების პოლიტიკურ პატიმრებად გამოშვებით,“ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

საპარლამენტო ოპოზიცია თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრებს პარლამენტში იბარებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები