23 დეკემბერი 2024,   11:59
ვრცლად
არც უსაფრთხოების, არც მორალური კრიტერიუმი თავდაცვის სამინისტროში აღარ არსებობს - ოპოზიცია ტენდერების სკანდალზე

რუსეთის აგენტობისთვის გასამართლებული პეტრე დევრიშაძის მიერ, სახელმწიფო ტენდერების მოგების ფაქტს, ოპოზიცია ეხმაურება, 

პეტრე დევრიშაძე თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მსხვილი მომმარაგებელია. 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები ამბობენ, ფაქტი ამორალურია და უს ქვეყანაში უსაფრთხოების არ არსებობაზე მეტყველებს. 

„ის, რაც დღეს ჩვენ გავიგეთ თავდაცვის სამინისტროში არსებულ მდგომარეობაზე, როდესაც სახელმწიფო ტენდერებს იგებს არამარტო რუსეთის ჯაშუშობისთვის გასამართლებული პიროვნება, არამედ რომლის ჯაშუშობა თვითონ რუსების მიერ არის დადასტურებული. ეს არის სრული კატასტროფა. ეს მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ აღარც უსაფრთხოების, აღარც მორალური, აღარც პოლიტიკური, არავითარი კრიტერიუმი თავდაცვის სამინისტროში აღარ არსებობს,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

თავდაცვისა და შს მინისტრების პასუხისმგებლობაზე საუბრობს, "ეროვნული დემოკრატიული" პარტიის ლიდერი. ბაჩუკი ქარდავას განცხადებით, ორივე უწყების ხელმძღვანელმა თანამდებობა დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს. 

„მე დარწმუნებული ვარ, ეს სკანდალი ისე მარტივად არ ჩაივლის და ეს ხელისუფლება ამ პოლიტიკური პასუხისმგებლობას გადაჰყვება. რაც შეეხება კონკრეტულ ამ ფაქტს, მე ვფიქრობ და იმედი მაქვს, რომ საპარლამენტო ოპოზიცია აქტიურად დააყენებს საკითხს თავდაცვის მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.

ქვეყნის უსაფრთხოების პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას "ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარე პაატა დავითაია.  

„ისეთ სტრუქტურებში, როგორიც არის თავდაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, უშიშროების სამსახურები, ყოველთვის ტენდერებში მონაწილე კომპანიები გადიან კონტრდაზვერვის კონტროლს, იმიტომ რომ სხვა მტერმა რომ ვერ მოახერხოს შემოსვლა, იგივე ამ შესყიდვების გზით რაღაც შემოტანა რაღაც ისეთი ნივთების, რომელიც ახორციელებს ჩაწერას, ან ინფორმაციის მოპოვებას. ცალსახად ჩანს, რომ ეს ყველაფერი შეთანხმებული იყო, რადგანაც ეს მომენტები არ იყო დაცული. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს,“ - განაცხადა პაატა დავითაიამ.

 

დღის ამბები