19 მაისი 2024,   16:19
ვრცლად
"ეს მიანიშნებს,  რომ ფაქტობრივად დაუცველები ვართ" - ექსპერტები რუსეთის აგენტობისთვის გასამართლებული დევრიშაძის მიერ ტენდერების მოგებას ეხმაურებიან

რუსეთის აგენტობისთვის გასამართლებული პეტრე დევრიშაძის მიერ, სახელმწიფო ტენდერების მოგების ფაქტს, ანალიტიკოსები ეხმაურებიან. სამხედრო სფეროს ექსპერტების განცხადებით, პეტრე დევრიშაძის შემთხვევამ ნათელი გახადა, რომ ქვეყნის თავდაცვის სისტემაში ხარვეზებია.

მათ პრეტენზიები კონკრეტულად უსაფრთხოების სამსახურის მუშობასთან აქვს, რომელსაც მათი თქმით, დევრიშაძის კომპანიების ტენდერში მონაწილება თავის დროზე არ უნდა დაეშვა.

რუსეთთან და მის ჯაშუშურ ქსელთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების პოზიციას კი ექსპერტები მავნებლურად მიიჩნევენ.

„კონტრდაზვერვის სამსახური მინიმუმ უნდა ამოწმებდეს იმ კომპანიებს და ინდივიდებს, რომლებიც ამ ტიპის ტენდერებში მონაწილეობენ. იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის ფაქტობრივად უკანა კარი თავდაცვის სისტემაში და უკანა კარში შეღწევა ტუ ასე მარტივად შეიძლება, განსაკუთრებით ისეთი ადამიანებისთვის და ასეთი კომპანიებისთვის, ეს პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ ფაქტობრივად დაუცველები ვართ, სისტემა არის დაუცველი,“-განაცხადა საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა გიორგი რუხაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები