ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე შს სამინისტროს ეზოში რჩება. მისი განცხადებით, ის სამინისტროს ეზოში იმ დრომდე დარჩება ვიდრე, მისი შვილის მკვლელობის საქმეზე მიხეილ კალანდიას არ დააკავებენ.
ადგილზე რჩებიან სარალიძის მხარდამჭერებიც. როგორც ცნობილია, ზაზა სარალიძის მხარდასაჭერი აქცია საღამოს 19:00 საათზეა დაგეგმილი.
„სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელის, ზვიად კუპრავას განცხადებით, აქცია მათი ორგანიზებული არ არის, თუმცა კუპრავა ყველა პირს, მათ შორის პოლიტიკოსებს მივიდნენ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს.
სამინისტროსთან მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ ზაზა სარალიძის მხარდამჭერებიც, მათ შორის "სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა.
„დღეს ჩვენ ვეძახით ადამიანებს, რა სქესის იქნებიან, რა პროფესიის ამას არ ვკითხულობთ ვეპატიჟებით ყველას, ვისაც აქვს სოლიდარობა ზაზას მიმართ“-აცხადევს ზვიად კუპრავა.