19 დეკემბერი 2024,   07:40
ვრცლად
მიხეილ კალანდიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებაზე გადაწყვეტილება პროკურატურამ უნდა მიიღოს - მეზვრიშვილი

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამის ზაზა სარალიძის პროტესტს, რომელსაც ის მიმართავს, შს მინისტრის მოადგილე გამოეხმაურა.

ზაზა სარალიძე უკვე მეორე დღეა შს სამინისტროს ეზოში იმყოფება და უწყებისგან შვილის მკვლელობის საქმეზე, მიხეილ კალანდიას დაკავებას მოითხოვს. 

ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, მიხეილ კალანდიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების საკითხზე გადაწყვეტილება პროკურატურამ უნდა მიიღოს.

„მე როგორც იურისტი ამ საკითხის შეფასებისგან თავს შევიკავებ, იმიტომ რომ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება არ არის შს სამინისტროს უფლებამოსილება. დავიწყოთ იმით რომ ჩემთვის ცოტა გაუგებარია, როგორც იურისტისთვის, ამ ეტაპზე კომისიისგან ამ ტიპის რეკომენდაციების გაცემა, იმ ფონზე, როდესაც მნიშვნელოვანი მოწმეების გამოკითხვა ჯერ არ დასრულებულა საგამოძიებო კომისიაში. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ რეკომენდაციის გაცემა ცოტა არ იყოს ნაადრევია.

ამასთან სისხლის სამართლებრივი დევნის თაობაზე რეკომენდაციის გაცემა სცილდება საგამოძიებო კომისიის კომპენტენციას, თუმცა როგორც ჩანს რომ კომისიამ საკმარისად მიიჩნია, რომ არსებობს ამ ეტაპზე საკმარისი მტკიცებულებები, რომ სხვა პირების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს.  

აღნიშნული საკითხი ახლა უკვე არის პროკურატურის შესაფასებელი, რომელიც დევნის დაწყების უფლებამოსილებით სარგებლობს. პროკურატურამ უნდა შეაფასოს არსებობს თუ არა საკმარისი მტკიცებულებები, რომ კონკრეტული პიროვნებების მიმართ დევნა დაიწყოს,"- აცხადებს მეზვრიშვილი.

რაც შეეხება სარალიძის საპროტესტო აქციას სამინისტროს ეზოში, ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ შექმნილია ყველა პირობა იმისთვის, რომ ზაზა სარალიძემ სამინისტროს ეზოში მშვიდობიანი პროტესტი გამოხატოს.

მისივე თქმით, შს სამინსიტროს წარმომადგენლებს მუდმივი კონტაქტი აქვთ სარალიძესთან.

დღის ამბები