18 მაისი 2024,   21:45
ვრცლად
თორნიკე რიჟვაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე მისი კანდიდატურის განხილვის შესახებ კომენტარს აკეთებს

თორნიკე რიჟვაძე ერთ-ერთია ვისი კანდიდატურაც აქტიურად განიხილება აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე. უმაღლესი საბჭოს ფრაქცია "ქართულ ოცნებაში" ადასტურებენ, რომ საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი ზურაბ პატარაძის შემცვლელად გუნდში ერთ-ერთ კანდიდატად სახელდება.
თავად რიჟვაძე ამ ინფორმაციას არ ადასტურებს და აცხადებს,რომ მასთან კონსულტაციები ჯერ არ გამართულა. თორნიკე რიჟვაძე 2017 წელს ენერგეტიკის სამინისტროში კახა კალაძის მოადგილე იყო.

"აღნიშნულზე პრესიდან ვიცი ინფორმაცია და რაიმე კონსულტაციები არ ყოფილა,"-აცხადებს თორნიკე რიჟვაძე და კითხვაზე დათანხმდება თუ არა შემოთავაზებას, განმარტავს, რომ ამ საკითხზე იმ შემთხვევაში იმსჯელებს, თუ მას აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტის დაკავებას შესთავაზებენ.

დღის ამბები