18 მაისი 2024,   21:01
ვრცლად
მთავარი პროკურორის კანდიდატების წარდგენა დასრულებულია - ოპოზიცია პროცესში ივანიშვილის ინტერესებზე საუბრობს

მთავარი პროკურორის კანდიდატების წარდგენა დასრულებულია. იუსტიციის მინისტრმა 21 კანდიდატიდან 3 უნდა შეარჩიოს. პროცესი ორშაბათიდან მას შემდეგ დაიწყება, რაც თეა წულუკიანი შვებულებიდან დაბრუნდება. კანდიდატებს შორის მმართველი პარტიის ფავორიტი შალვა თადუმაძე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პირადი იურისტი იყო. ასევე ირაკლი ნადარეიშვილი, რომელსაც მხარს უმრავლესობის ნაწილი და მოქმედი პროკურორები უჭერენ.

"ამოცანა უნდა იყოს ის რომ პროკურატურის სისტემა გაჯანსაღდეს ამ ცვლილებების მერე,"-აცხადებს გედევან ფოფხაძე.

პროკურორის შესარჩევ პროცესს უნდობლობას უცხადებს "ნაციონალური მოძრაობა." 

"ამოცანა უნდა იყოს ის რომ პროკურატურის სისტემა გაჯანსაღდეს ამ ცვლილებების მერე"

"ივანიშვილი არ აპირებს რომ დათმოს გენერალური პროკურორის თანამდებობა, მას სურს რომ იქ ჰყავდეს მისი მიერ პირადად კონტროლირებადი ადამიანი, რომელსაც გააკეთებინებს ყველაზე შავ საქმეს, რაც სჭირდება,"-აცხადებს თინათინ ბოკუჩავა.

"ევროპული საქართველო" კონკურსში მათ მიერ წარდგენილი კანდიდატის გამარჯვების აუცილებლობაზე საუბრობს.

"თუ მთელი ს​აზოგადოება ამ მიზნით იქნება დარაზმული რომ მთავარ პროკურორად გვჭირდება არა ივანიშვილის მარიონეტი, არამედ რეალურად დამოუკიდებელი ფიგურა, მაშინ შედეგს მივაღწევთ,"-აცხადებს ოთარ კახიძე. 

დღის ამბები